რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუბლი მკვეთრად უფასურდება. დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 86 რუბლს მიაღწია, რაც გასული წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ერთწლიან პერიოდში რუსეთის ეროვნული ვალუტა 36%-ითაა გაუფასურებული.

ბირჟაზე დაფიქსირებული ტენდენცია ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებასთან და „ვაგნერის ჯგუფის“ აჯანყებასთანაა დაკავშირებული.

ადგილობრივ ტრეიდერებსა და საერთაშორისო ინვესტორებს აქვთ იმის შიში, რომ ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება გაუჭირდება, რაც საბოლოო ჯამში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება.