სხვადასხვა პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის დახურვისკენ მოუწოდებენ მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების, ასევე სხვა მიზეზების გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს განმარტებით, სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ.
24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.