სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2, 503 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც გასული წლის შესაბამის პერიოდს 18.6 პროცენტით აღემატება. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 49.2 პროცენტს შეადგენს. იგი წინა წელთან შედარებით 22.9 პროცენტით შემცირდა და 1,232 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 76.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (219.3 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (176.2 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (152.6 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 310.6 მლნ აშშ დოლარით იკავებენ. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა 103.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.4 პროცენტი) ყურძნის ნატურალური ღვინო , ხოლო მესამე ადგილს 86.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი) ფეროშენადნობები იკავებს.