არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ინიციატივით, სომხების გენოციდის, ასევე ეთნიკური სომხების ასწლიანი ხოცვა-ჟლეტის შესახებ წიგნებს, საქართველოს ბიბლიოთეკებს გადაეცემათ. ბიბლიოთეკების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ახორციელებს ინიციატივას, საჩუქრად გადასცეს წიგნები პრესას, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადო მოღვაწეებს, აქტივისტებს და ქვეყანაში მოქმედ სხვა პირებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელის არტურ მირზოიანის თქმით, წიგნების შექმნის იდეა გაჩნდა არცახის ბოლო ომის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს თემა ფართოდ არ არის გავრცელებული ქართულ საზოგადოებაში და მომხდარი მოვლენების შესახებ მათ არ აქვთ ინფორმაცია, გადაწყვიტეს ეს ინფორმაცია ქართველებისთვის მიეწოდებინათ. აღსანიშნავია, რომ წიგნში ასევე წარმოდგენილია 1918-2023 წლებში ჩადენილი ყველა დანაშაული.

ქართულ ენაზე გამოცემული ამ წიგნების მიზანია მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის სხვადასხვა რეგიონში ბოლო ასი წლის განმავლობაში რეგულარულად განხორციელებული ეთნიკური სომეხების ხოცვა-ჟლეტის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მათი სისტემატიური ხასიათის ნათლად წარმოჩენის მიზნით.
წიგნი აჯამებს ფაქტობრივ ინფორმაციას აზერბაიჯანის მიერ 2016 წლის აპრილში და 2020 წლის შემოდგომაზე დაწყებული სამხედრო ოპერაციების დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ, ასევე გენოციდური ქმედებების შესახებ, რომელიც 2022 წელს დაიწყო და პიკს 2023 წელს მიაღწია.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, არტურ მირზოიანმა Jnews-თან საუბარში განაცხადა, რომ თავდაპირველად 7 წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ეს წიგნები ასევე ხელმისაწვდომია საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, სომხების ხოცვა-ჟლეტის შესახებ წიგნები მალე ხელმისაწვდომი იქნება მედიისთვის, საზოგადო მოღვაწეებისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვებისთვის.

„ჩვენი მიზანია გავხადოთ წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვინც შეიძლება დაინტერესდეს ამ თემით. მიზანი ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა, და სამომავლოდ წიგნების მაქსიმალურად გავრცელებას და წვდომის დიაპაზონის გაფართოებას ვგეგმავთ“, – ამბობს არტურ მირზოიანი.

ის აღნიშნავს, რომ წიგნები ყველამ სიყვარულით მიიღო, მაგალითად, შავი ზღვის უნივერსიტეტში თქვეს, რომ პატარა ბიბლიოთეკა აქვთ, წიგნებს ხშირად არ იღებენ და სთხოვეს, აჩუქონ 2 წიგნი, ერთი ბიბლიოთეკისთვის, ხოლო მეორეს გადასცემენ სტუდენტებს, როდესაც აღნიშნულ თემაზე ექნებათ დავალება.

ამჟამად წიგნები ხელმისაწვდომია:

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თსუ-ს ბიბლიოთეკებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.