2023 წლის იანვარში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე პირადობის მოწმობებით გადასვლა და დაბრუნება განიხილება. განცხადებიდან ხუთი თვე გავიდა, მაგრამ ორივე ქვეყნის მოქალაქეები პირადობის მოწმობებით ქვეყანაში ვერც შედიან და ვერც გამოდიან.
Jnews-ი ცდილობს მკითხველს თანმიმდევრულად მიაწოდოს სიახლეები თუ ცვლილებები, რის გამოც საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიმართა, რათა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა პირადობის მოწმობებით სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. თუმცა გვითხრეს, რომ კანონი ჯერ ძალაში არ შესულა.
სომხეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები სულ მალე ID-ბარათით გადავლენ ერთმანეთთან