Aliq Media პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, მოქალაქეების გადაადგილების გაადვილების ხელშექყობის თაობაზე, მემორანდუმი გაფორმდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო შეთანხმების შემდეგ, ორივე ქვეყნის მოქალაქეები მოგზაურობას შიდა ბიომეტრიული პასპორტის საშუალებით შეძლებენ.
ამის შესახებ ისაუბრეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში.
როგორც ცნობილია, ამჟამად ორი ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების გაადვილების საკითხი დამუშავების სტადიაში იმყოფება; სამუშაო ჯგუფი, რომელიც შექმნილია სომხეთის რესპუბლიკის მიერ, ახლა საქართველოში იმყოფება და სათანადო დისკუსიებიც გაიმართა.
დღემდე საქართველოს მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთით გასვლა თურქეთსა და უკრაინაში შეეძლოთ.