რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება ვლადიმერ პუტინმა უკვე გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან ანულირდება და საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. უვიზო რეჟიმი არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.
გარდა ამისა, კიდევ ერთი განკარგულებით, რუსეთმა საქართველოში პირდაპირი რეისებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ივნისიდან მოქმედებდა.