ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ზოგადი სამეთვალყურეო კამერების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სამეთვალყურეო კამერების შესყიდვაზე ტენდერი 8 მაისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 15 მაისს დასრულდება. საწყისი თანხა 25 240 ლარს შეადგენს, თუმცა თავდაპირველად ბიუჯეტიდან 25 500 ლარი გამოყვეს. სატენდერო ფასში კამერების დამონტაჟებაც შედის.

სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა შესრულდეს. სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე 40 კამერა, 40 ვიდეობარათი, 40 დენის წყარო და 1 950 მეტრის ქსელის კაბელი უნდა შეიძინონ. კონკრეტულად სად დამონტაჟდება კამერები, სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული.

Jnews-ის ცნობით, მერიის მიზანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონტროლის გაძლიერება იყო.

“რადგან რეგიონში წლიდან წლამდე ახალი პარკების, გამწვანებული ადგილების, სასწავლო ადგილების რაოდენობა იზრდება, მერიამ ქალაქსა და სოფლებში კამერების დამონტაჟების ინიციატივა გამოთქვა“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა 2023 წლის 1 მარტს Jnews-თან საუბარში.

კამერები იმ სოფლებშიც დამონტაჟდება, სადაც ნაგვის ურნებია, რადგან მათ ხშირად ამტვრევენ.

გაძლიერებული მეთვალყურეობა: სოფლებში კამერები დამონტაჟდება