ოზურგეთში, “მთავარის” ადგილობრივმა გადამღებმა ჯგუფებმა დღეს ზვიად გამსახურდიას მოედანზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოფისების წინ, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან 30 მეტრში – მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინა.

დაახლოებით ას ძირზე მეტი მარიხუანა იმ ადგილასაა დარგული, სადაც ოზურგეთის მერიამ ცოტა ხნის წინ ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა და ადგილი ე.წ. კუბოებით გააფორმა. მარიხუანაც სწორედ ამ “კუბოს საყვავილეებშია” ჩარგული.

ოზურგეთის საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი და დავით მჟავანაძე აცხადებენ, რომ არ გაუკვირდებათ “ოცნების” ხელისუფლების პირობებში, მარიხუანას პლანტაცია “აწარმოე საქართველოს” პროექტიდან იყოს დაფინანსებული.

ინფორმააციას მთავარი არხი ავრცელებს.