საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის საქველმოქმედო აქციას ატარებს. აქციის ფარგლებში, 22 აპრილს სოფელ ზაქის ამბულატორიაში, ხოლო 23 აპრილს სოფელ ვაჩიანის ამბულატორიაში ექიმები უფასო კონსულტაციას და დიაგნოსტიკას ჩაატარებენ.
სოფელ ზაქსა და ვაჩიანში 22-23 აპრილს ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სამედიცინო მომსახურება:
ხელმისაწვდომი იქნება გინეკოლოგის, თერაპევტის და ოფთალმოლოგის კონსულტაციები.
ზემოაღნიშნულ სოფლებში უფასო კონსულტაციები დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე ჩატარდება.
მომსახურებით სარგებლობა შეუძლია როგორც ამ სოფლების მცხოვრებლებს, ისე ზოგადად მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
ექიმები იმ პაციენტებს, რომელთაც ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება სურთ, ეფექტური დიაგნოსტიკისთვის ამბულატორიულ კლინიკაში უზმოზე და სავსე ბუშტით მისვლას სთხოვენ. წინასწარი ჩაწერა არ მოქმედებს, ადგილზე ცოცხალი რიგი იქნება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქველმოქმედო აქციას ახალქალაქის მერიასთან თანამშრომლობით ატარებს.