ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ახალქალაქის საავტომობილო გზების კეთილმოწყობაზე ტენდერი 28 მარტს გამოაცხადა. იგი 18 აპრილს დასრულდება. აუქციონის თავდაპირველი ფასი 300 000 ლარია.
სამუშაოები დამკვეთის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უნდა წარიმართოს. ზუსტი მონაცემები კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ (თოვლის სრული დნობის შემდეგ) დადგინდება. იგი დაზიანებული ასფალტის საფარის მოცილებას, ნაგვის გატანას, ნაწიბურის მოჭრას და ბიტუმის ჩამოსხმას, გვერდებზე 0,6 კგ/მ² თხევადი ბიტუმის დასხმა, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგებას მოიცავს.
ახალქალაქში თოვლთან ერთად ასფალტიც დნება, თითქმის ყოველ ქუჩაზე დიდი და გაუვალი ორმოები გაჩნდა. მდგომარეობაა ყოველწლიურად უარესდება. ორმოების გაჩენის მიზეზი ან გადატვირთული გზები, ან უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ახალქალაქში ორმოების შეკეთებაზე ტენდერი გაიმართა