30 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აკოპ ჩახმახჩიანმა თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი პარლამენტარმა გია მელიქიძემ დაიკავა.
აკოპ ჩახმახჩიანი – გია მელიქიძე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ახალ თავმჯდომარეს მიულოცეს. ყოფილი თავმჯდომარე აკოპ ჩახმახჩიანი პროფესიით ექიმია. Jnews-თან ინტერვიუში მან თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად საავადმყოფოში გადატვირთული გრაფიკი და პროფესიული ზრდის პერსპექტივები დაასახელა. როგორც დიაგნოსტიკოსმა განმარტა, იგი დედაქალაქში გადამზადებაზე ხშირად მიდის.
„ბოლო დროს განსაკუთრებით ვიგრძენი, რომ დრო აღარ მაქვს. ბევრი პაციენტის გამო ყოველ დილით, 9 საათზე აქ უნდა ვიყო. ერთი თვით რეზიდენტურაში ვემზადებოდი, 4-თვიან მომზადებას საქართველოს გარეთ არ ვგეგმავ, მას თბილისში გავივლი, რათა ნეიროსონოგრაფია უკეთ შევისწავლო, რადგან ამ მხრივ პაციენტების რაოდენობა გაიზრდება. სამწუხაროდ, ამ ყველაფრისთვის დრო არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე თავმჯდომარის პოსტი დავტოვო, მაგრამ კომისიებში, პარტიაში, გუნდში ვრჩები“, – განმარტავს აკოპ ჩახმახჩიანი.
გია მელიქიძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წელს „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით აირჩიეს, ის სოფელ ბარალეთიდანაა.
ფრაქცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 7 დეპუტატი და 29 წევრი ჰყავს.