ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში 22 მსხვილი სასტუმროს გახსნა არის დაგეგმილი, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობაც 3,449 ნომერი იქნება.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილ ობიექტებს შორისაა ბიძინა ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები – თაბორის სასტუმრო, რომელსაც 183 ნომერი უნდა ჰქონდეს და 2023 წელს უნდა გაიხსნას, ასევე 220-ნომრიანი „პარაგრაფი“ თავისუფლების მოედანზე.

დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისსა და ბათუმში შენდება.

მომდევნო წლებში ქვეყანაში შემდეგი სასტუმროები გაიხსნება:

Babylon Tower – ბათუმი, გახსნის თარიღი 2025 წელი, ოთახების რაოდენობა 168,

Radisson Blu Gudauri — გუდაური 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 157,

Swiss-Belhotel – ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 186,

Holiday Inn Express – თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 110,

Hilton Tbilisi – თბილისი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 200,

Tabori Ridge Recreation & Golf Resort – თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 183,

Best Western Plus Likani Resort – ბორჯომი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 60,

Paragraph Welness Resort and Spa Abastumani – აბასთუმანი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,

Royal Abastumani – აბასთუმანი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 220,

Autograph Collection Signagi – სიღნაღი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 130,

Offices & Hotels at Erekle II Square – თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,

Paragraph Resort Ganmukhuri – განმუხური 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 160,

Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi – ბათუმი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 120,

Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill – თბილისი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 177,

Marriott Autograph Collection-Panorama Sololaki -თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 210,

Paragraph Hotel Freedom Square -თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 220,

Hotel Sololaki Hills — თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 190,

Swissotel – თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,

Ibis Hotel Tskaltubo -წყალტუბო 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 149,

Radisson Racha – ონი(უწერა) 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 85,

Ibis Style Batumi – ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 107,

Novotel Living Batumi – ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 167.