სოფელ ოლავერდში ტურიზმის განვითარების მიზნით ჰაიასტან გილოიანმა პროგრამა EU ENPARD-2-ის ფარგლებში კონკურსში LAG – ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – მიიღო მონაწილეობა და სასტუმროს მოწყობისთვის გრანტი მოიპოვა. თუმცა კორონავირუსისა და შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ პერიოდში გესტჰაუზს მხოლოდ 10 სტუმარი ჰყავდა.
სოფელი ოლავერდის მთა ახალქალაქიდან 14-15 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი მძიმეა, ხოლო ახალქალაქთან შედარებით ტემპერატურა დაბალი. სოფელი ზღვის დონიდან 1850 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ალპური ბუნება მშვენიერია, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს. ამიტომ ჰაიასტან გილოიანმა და მისმა მეუღლემ სამთო ტურიზმის განვითარება გადაწყვიტეს.
ჰოვიკ გილოიანმა მამის ძველი სახლი სასტუმროდ აქცია. კონკურსში 2019 წელს გაიმარჯვეს. პროექტის ჯამურმა რაოდენობამ 93 501 ლარი შეადგინა, 44 977 ლარი – თვითდაფინანსება, დანარჩენი კი გრანტი. სანამ სასტუმრო სახლი შენდებოდა, COVID-19-ის პანდემია, შეზღუდვები დაიწყო. კორონავირუსის შემდეგ გილოიანების სასტუმროში მხოლოდ 10 ადამიანი მიიღეს. ტურისტები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკიდან იყვნენ.
გილოიან ჰოვიკს სასტუმრო სახლი booking.com-ზე (მსოფლიოში სასტუმროების დაჯავშნის ყველაზე დიდი გვერდი) ჯერ არ აქვს დარეგისტრირებული. მისი თქმით, სასტუმრო სახლის ეზოს კეთილმოწყობა სურს და მხოლოდ ამის შემდეგ დარეგისტრირება. მაგრამ გეგმები ვერ განხორციელდა, რადგან საკმარისი თანხა ვერ მიიღეს. ტურისტები კი ძალიან იშვიათად და ზოგჯერ შემთხვევით მოდიან.
“ტურისტებმა ლევანის ტბა მოინახულეს, აბულის მთაზე ავიდნენ და ისეირნეს. ამ ადგილებში სასტუმრო სახლის რეკლამები უკვე განთავსდა, ახლა კეთილმოწყობასა და სასტუმროს განვითარებაზე ვიზრუნებთ, რათა ტურისტებს იმედი არ გაუცრუვდეთ“, – ამბობს ჰოვიკ გილოიანი.
იგი ფანჩატურის, სკამებს დამონტაჟებას, ეზოს კეთილმოწყობას, ყვავილების დარგვას და ყველაფრის მოწესრიგებას აპირებს.
ჰოვიკ გილოიანის თქმით, იმ რამდენიმე ტურისტს, ვინც სასტუმრო სახლს ესტუმრა, ადგილობრივი სამზარეულო ძალიან მოეწონა, კერძოდ, აველუკი. ოლავერდში ეკოტურიზმის, სამთო ტურიზმისა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების იდეა თავდაპირველად გილოიანებს მოუვიდათ. გილოიანები სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივ კერძებსა და საკვებს სთავაზობენ: ახალი თევზი, ყველი, კვერცხი, ადგილობრივი მცენარეების კერძები, თონის პური და სხვა.
ჰოვიკ გილოიანის აზრით, ტურიზმის განვითარება სოფელ ოლავერდის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასაც ნიშნავს. მას ზამთრის ტურიზმის განვითარების პოტენციალიც აქვს, რადგან მთაში თოვლი მაისის ბოლომდე რჩება.
ჰოვიკი თვლის, რომ ჯავახეთში ტურიზმი თავისით ვერ განვითარება, მხოლოდ ცალკეული პირების სურვილითა და ძალისხმევით წავლენ წინ, მაგრამ ამასაც სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა და ეროვნული მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარება.