პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული და მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს.

სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.

დაძაბული სიტუაციაა პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებზე: ჩიტაძესა და ჭიჭინაძეზე, სადაც მდებარეობს საკანონმდებლო ორგანოდან ავტომობილებით გამოსასვლელი კარები.

ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი მომიტინგეები.

ამჟამად ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმია მობილიზებული. მომიტინგეები კი რუსთაველის გამზირზე დგანან.

ჭიჭინაძის ქუჩის ნახევაზე მომიტინგეები დგანან.

დღეს, 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

პროტესტი სწორედ რუსულ კანონს მოჰყვა პარლამენტში.

ევროკავშირის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც ქვეყანას კნაიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

Netgazeti.ge