გუშინ, 8 მაისს, ახალქალაქში რამდენიმე მცხოვრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ძალადობის ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. «საქართველოს პარტიოტთა ალიანსის» ლიდერმა ფეისბუკ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ ძალადობა “ენზელ მკოიანის დაჯგუფების წევრებმა” განახორციელეს. თავად დეპუტატი სთვლის, რომ ირმა ინაშვილის განცხადება ქალაქში დაძაბულობის შესაქმნელადაა მიზანმიმართული.
ენზელ მკოიანი ირმა ინაშვილის განცხადებამ აღაშფოთა. Jnews-ის შეკითხვაზე, მან უპასუხა:
«არ ვიცი ინაშვილი ცრუ ინფორმაციას რატომ ავრცელებს და არა მარტო ჩემზე, არამედ «ქართული ოცნების» ერთ-ერთ ლიდერზე, ირაკლი კობახიძეზეც. ახლა კი, რაც კამათს შეეხება. საკმარისია, ასე როგორ შეიძლება, არ ვიცი ასე რატო ამბობს ეს ქალი. საღამოს გავიგე, რომ ხოსპიოში ორი მეზობელი ერთამენთს ეკამათა, მაგრამ მერე შერიგდნენ. მე ათასი აქტივისტი და ახლობელი მყავს რაიონში, თუ სადმე იკამათებენ, მე უნდა ვიყო დამნაშავე. რა დაჯგუფება, რაზეა საუბარი, საიდან მყავს დაჯგუფება. ჩემმა ოჯახმა 95 წელს ნულიდან ააშენა ჰესი, 12 წლის განმავლობაში საავადმყოფოს, პოლიციას, სამამულო ომის ვეტერანებსა და სკოლას უფასოდ აწოდებდა ელექტროენერგიას. მას შეგნებულად სურს ქალაქში დაძაბული ვითარება შემქნა. ეს ორივე ადამიანი ჩემი ძმის ბენზიგასამართ სადგურზე მუშაობს, მათ სოფელ ხოსპიოში კი არა, ხელოსანთან უკამათიათ, მე რა შუაში ვარ. ასეთი შოუს დადგმა როგორ შეიძლება, ამისთანა რამის განცხადება»,- ამბობს ენზელ მკოიანი.
მან ასევე გააკეთა განაცხადი თავის ფესიბუკ გვერდზე, სადაც მოუწოდებს რაიონში დაძაბულობა არ შეიქმნეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ახალქალაქის გარჩევის შესახებ «პატრიოტთა ალიანსის» ლიდერმა განაცხადა სადაც ქვეყნის ხელისუფლებას დანაშაულის მფარველობაში, კერძოდ დეპუტატ ენზელ მკოიანის მფარველობაში დაადანაშაულა.
არარატ ამბარიანმა, ვისი სახელიც იყო ნახსენები როგორც ძალადობის მთავარი მონაწილე განავხადა, რომ მას კამათში მონაწილეობა არ მიუღია და ამის დამტკიცება შეუძლია.