პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება, რომლის მონაწილეები ხელისუფლებას „რუსული კანონის“ მიღებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა დაიწყო. დარბაზში შესვლა შეზღუდულია, სამართალდამცავები მხოლოდ სპეციალურ სიაში მყოფებს უშვებენ.

კანონპროექტის „საგარეო აგენტების შესახებ“ განხილვას ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან.

აქციაზე მომიტინგეები ბანერებით მივიდნენ: “აგენტი მამაშენია!”, “სამშობლო ერთია, რუსეთი- მტერი!”, “არა რუსეთის კანონს!”, “კლიმატი შეიცვლება, დამნაშავეები დაისჯებიან“, „რუსული კანონი კედელია საქართველოსა და ევროკავშირს შორის“ და სხვ.

საპროტესტო აქცია საქართველოს ჰიმნით დაიწყო, მას მოჰყვა ევროკავშირის ჰიმნი და სხვადასხვა უკრაინული სიმღერა.

cuic2

cuic1

cuic

cuic5

cuic3

cuic4