დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 00:02 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან – 59კილომრეტრში, ქალაქი დმანისის დასავლეთით, სოფელი მამიშლართან იყო
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა – 6,2 მაგნიტუდა.