რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.
რატი შურღაიას რუსულ არმიასთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო ორჯერ განუვითარდა კანტუზია. უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილის ინფორმაციით, შურღაიამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.
უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.