დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისის დროით 06:12 საათზე და 3.6 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბორჯომთან.
მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისის დროით 08:42 საათზე და 3.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედოფლისწყაროსთან.