8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უძველესი მოქმედი უნივერსიტეტი, 105 წლის იუბილეს აღნიშნავს და უნივერსიტეტის პირველ კორპუსში  გამოფენა მოეწყო.

უნივერსიტეტის პირველ ნაწილში ვიზიტორებს საშუალება აქვთ უნივერსიტეტისა და მისი ფაკულტეტების ისტორიას, საარქივო წიგნებსა და დოკუმენტებს გაეცნონ.

tsu 4

tsu 3

„ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც 105 წლის წინ ქართულ ენაზე საქართველოში პირველ ევროპული სტილის უმაღლეს სასწავლებელს ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით ჩაუყარა საფუძველი. თსუ-ის დაარსებიდან 105 წლის იუბილეს გილოცავთ და წარმატებებს, საინტერესო ამოცანებსა და განვითარებას გისურვებთ. თაობათა ცვლა დიდ გამოცდილებას აგროვებს, ძალას გვაძლევს და სიახლეებისკენ გვიბიძგებს. თსუ ის დიდი ძალაა, რომელიც 1918 წლიდან თაობების განათლებას ემსახურება“, – ნათქვამია ალმა მატერის  მილოცვაში.

tsu 1

tsu 2

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ გვერდზე მილოცვა გამოაქვეყნა:

„თსუ 105 წელია ქართველ ხალხს, მის განათლებას და ქართული სამეცნიერო აზროვნების განვითარებას ემსახურება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, მასწავლებლებს და უნივერსიტეტის რექტორს დღესასწაულს ვულოცავთ! თსუ ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს ხერხემალი და საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების მთავარი ძრავა“.