თოვლიანობის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეფერხებებია. საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფო მაგისტრალზე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის საზღვარი) ამ დროისთვის დაკეტილია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში JNEWS-ს აცნობეს, რომ კარწახ-თურქეთის, ვალე-თურქეთისა და წალკა-თბილისის საავტომობილო გზები ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ღიაა.
შეზღუდვები ახალქალაქის სოფლის გზებზე არ დაწესებულა. მერიაში დაკეტილი გზების შესახებ ზარები ჯერ არ შემოსულა.
საერთაშორისო საავტომობილო გზატკეცილზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე თოვლსაწმენდი სამუშაოები მიმდინარეობს.