ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალი გზები დიდი თოვლისა და ქარბუქის მიუხედავად ღიაა.

ტენდერის მიხედვით, საწმენდი სამუშაოებზე კომპანია “ჯავახ ავტო გზა” იზრუნებს. ზოგიერთი გზის დაკეტვის შესახებ მერიას სოფლის უფლებამოსილმა პირებმა უნდა აცნობონ, რომელიც ინფორმაციას კომპანიას გადასცემს, მან კი წმენდაზე უნდა იზრუნოს.

უნალექო ზამთრის შედეგად, რომელიც ჯავახეთში უჩველოა, ორი თვის განმავლობაში თოვლის საწმენდი სამუშაოები არ ჩატარებულა.

გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერი მეოთხე ცდაზე შედგა, რადგან მასში არავინ მონაწილეობდა.

ტენდერის თავდაპირველი თანხა – 199 939 ლარი. 2022 წელს ამავე ტენდერის თანხა 100 000 ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 99 939 ლარს. მის მიხედვით თოვლისგან ქალაქ ახალქალაქის ზოგიერთი ქუჩა და სოფლის გზები უნდა გაიწმინდოს. საჭიროების შემთხვევაში სიას ზოგიერთი გზაც შეემატება:

  • ვაჩიანი-ოკამი-ქარცეფი-გოგაშენი – 24 კმ
  • სულდა-მიასნიკიანი-ერინჯა-დავნია – 12,5 კმ
  • კარწახი-ფილიპოვკის გზაჯვარედინი – 2,5 კმ
  • სულდა-დადეში – 4 კმ
  • კარწახი-დადეშის გზაჯვარედინიდან – 2 კმ
  • ჩამდურა-მურჯახეთი ვაჩიანის გზატკეცილის გზაჯვარედინიდან – 2,5 კმ
  • ხორენიის გზა მთავარი გზის კვეთიდან – 2 კმ
  • ახალქალაქი-ბავრა-კარტიკამი-თახჩა-აბული – 14 კმ
  • კარტიკამი- ბუზავეთი – 3,5 კმ
  • ახალქალაქი-დილისკა-პტენა-ჩუნჩხა – 11კმ
  • ბაკურიანი-ხულგუმო-კულიკამი-კარტიკამის გზის კვეთა – 5 კმ
  • ბაკურიანი-მაჯადია-თოთხამის გზის გზაჯვარედინზე – 5,5 კმ
  • ბაკურიანი-თოთხამი-კორხის გზის გზაჯვარედინზე -2,5კმ
  • ბაკურიანი-ორჯა-ხანდო-ვარევანი-ალასტანი-კოკიო-აზავრეთის გზის გზაჯვარედინზე – 23,5კმ
  • არაგვა-გომანი-ოლვარედი – 7 კმ
  • ბაკურიანი-ზაქი-თირქნა-გომანის გზის გზაჯვარედინზე – 5 კმ
  • გომანი-ბალხო-ბუღაშენი-მერენია-იხტილა – 10 კმ
  • ბაკურიანი-ბარალეთი-იხტილა-პატარა სამსარი-დიდი სამსარის გზის კვეთა – 15კმ
  • კოჩიო-აგანა-სირქვა – 3,5 კმ
  • ბარალეთი-კოჩიო-ალათუმანი-ბეჟანო – 10 კმ
  • ბაკურიანი-მოდეგამის გზის კვეთა – 2,5 კმ
  • ბაკურიანი-გოდოლარი-ბურნაშეთი-აზავრეთის გზის გზაჯვარედინზე – 3 კმ
  • ბაკურიანი-ლომატურცხი-ბურნაშეთის გზის გზაჯვარედინზე – 2 კმ
  • ბაკურიანი-ტურცხის გზის კვეთა – 1,5 კმ

საერთო ჯამში თოვლისგან 174 კმ სოფლის გზა გაიწმინდება.

გაიწმინდება ქალაქ ახალქალაქის შემდეგი ქუჩებიც:

  • თავისუფლება
  • ნალბანდიანი
  • ჩარენცი
  • თუმანიანი
  • თამარ მეფე
  • მაშტოცი
  • დარბინიანი
  • შარლ-აზნავური (მალხასიანი)
  • ჭავჭავაძე
  • რუსთაველი
  • მიკოიანი
  • მარგარიანი
  • ჯავახიშვილი
  • გუსან ავასი

დასუფთავების სამუშაოები მოიცავს როგორც გრეიდერით გაწმენდას, ასევე რეაგენტის დაყრას. თოვლი მხოლოდ ახალქალაქის მერიის განცხადების საფუძველზე გაიწმინდება.