არც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, არც საქართველოში მთლიანად, სასურსათო მაღაზიები ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარების გამო არ იკეტება. ნუ დაიჯერებთ და ნუ გაავრცელებთ არასწორ ინფორმაციას.

უკვე ორი დღეა, რაც ახალქალაქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასურსათო მაღაზიები იკეტება. ეს რეალობას არ შეესაბამება. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებიდან ამბობდნენ, რომ შეზღუდვები სასურსათო მაღაზიებს არ შეეხება.

ამიტომ პანიკა საჭირო არ არის, მაღაზიებიც და პროდუქტიც მუდმივად იქნება.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაღაზიები კანონს დაარღვევენ. მათ უნდა გაითვალისწინონ და დაიცვან ჰიგიენის წესები, სანიტარიული ნორმები, პროდუქტების უვნებლობა. ასევე მათ არ შეუძლიათ პროდუქტზე ნებისმიერი ფასის დადება. სასურსათო მაღაზიების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა იყო, რჩება და იქნება აუცილებელი.

დარღვევის შემთხვევაში მაღაზიები შეიძლება დაჯარიმდნენ, როგორც ხდებოდა ადრე, თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობასთან არ იყო დაკავშირებული. თუ ერთი მაღაზია დაჯარიმდა, ეს არ ნისნავს იმას, რომ დანარჩენებიც დაჯარიმდება, ან მითუმეტეს, რომ ისინი დაიკეტება.