1 იანვრიდან საქართველოში ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილს ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარი ეძლევა.

2016 წლიდან ახალქალაქის მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის ყოველ პირველ და მეორე ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარია გამოყოფილი, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვზე ორი წლის განმავლობაში 200 ლარი. ეს შემწეობაც შენარჩუნდება. ბავშვის დაბადებისას ახალქალაქის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებასაცა გაიღებს. პირველი და მე-2 შვილის დაბადებისას 250 ლარი გამოიყოფა, მე-3 შვილის დაბადებისას – 500 ლარი, მე-4 შვილის – 800 ლარი, მე-4 შვილის შემდეგ ყოველ შემდეგ ბავშვზე შემწეობის ოდენობა 300 ლარით იზრდება.

წელს ცვლილებები შეეხო მათაც, ვინც დეკრეტულ და მშობიარობის შემდგომ შვებულებაში იმყოფება. საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებულთა მხარდაჭერის ოდენობა გაორმაგდა და 1 000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი გახდა.

სკოლის მასწავლებლები სრულ ხელფასს დეკრეტულ და მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც აიღებენ.