2023 წლისთვის საქართველოს მთავრობას 200 მილიონი ლარის ღირებულების ქონების გაყიდვა აქვს დაგეგმილი. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, წლის პირველ ნახევარში სულ 70.8 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გაიყიდა, რაც ამ პერიოდის გეგმის 82.4% იყო.

საქართველოში პრივატიზების პროცესზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა, რომელიც აუქციონებს eauction.ge-ის მეშვეობით აქვეყნებს. BMG-ის მიერ ორგანიზაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პირველ კვარტალში ყველაზე ძვირად, 5.6 მილიონ ლარად, თბილისში გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა.

BMG სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს კითხვით, თუ რა ქონებები გაიყიდა 2023 წლის პირველ ნახევარში ყველაზე ძვირად.