საინფორმაციო სააგენტო JNEWS-მა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ახალი წელთან დაკავშირებით ინიციატივა წამოიწყო. ახლა ბავშვთა სახლში 14 ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც ახალი წლის ღამეს პატარა საჩუქრებს ელოდებაინ, თოვლის ბაბუას წერილები უკვე მისწერეს.
JNEWS-ის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ბავშვთა სახლის ბავშვებისთვის საიდუმლო სანტა გამხდარიყვნენ. თუმცა, თანამშრომლების რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ ბავშვების წერილებსა და სურვილებს ვაქვეყნებთ – თუ მკითხველთა შორის მსურველებიც არიან, რომლებიც შემოგვიერთდებიან და მშობლის სითბოს მოკლებული ბავშვების პატარა სურვილებს აასრულებენ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და შეგვატყობინოთ, რომელ ბავშვს სჩუქნით საჩუქარს.
წარმოგიდგენთ ბავშვების სურვილებს:
17 წლის ერეკლე ლოლაძე, სურს სანტა კლაუსმა საახალწლოდ 43 ზომის ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი აჩუქოს
17 წლის დათო გაბუნია – თოვლის ბაბუისგან 43 ზომის Jordan sneakers-ს ელის
ზორია ნამგალაძეს ახალი წლის ღამეს უსადენო Bluetooth ყურსასმენების მიღება სურს.
9 წლის სპირიდონ დეკანაძე სანტა კლაუსისგან უკაბელო Bluetooth ყურსასმენებს ელის.
13 წლის თეონა ზედგინიძეს საჩუქრად საახალწლო გირლანდები (განათება) და პიჟამა სურს.
18 წლის გიორგი კაკულიას საჩუქრად უკაბელო Bluetooth-ყურსასმენები სურს.
17 წლის ალექსანდრე დევანიძე ახალი წლის ღამეს დიდი ზომიდ უკაბელო Bluetooth ყურსასმენებს ელის.
13 წლის დეკანაძე ნინოსაც საჩუქრად საახალწლო გირლანდები (ნათური სათამაშოები) და პიჟამა სურს.
14 წლის გურანდა სირბილაძე თოვლის ბაბუისგან სუნამოს, ბეჭედსა და ყელსაბამს ელის.
16 წლის ქეთევან ჩალაგონიას ან სამგზავრო ჩანთა, ან ჰუდი (გრძელმკლავიანი მაისური კაპიუშონით) სურს.
14 წლისა ნამგალაძე ნინო წერილში თოვლის ბაბუას ჰუდსა (გრძელმკლავიანი მაისური კაპიუშონით) და ბეჭედს სთხოვს.
14 წლის ზედგენიძე ეკაც უკაბელო Bluetooth-ყურსასმენებსა და საყურეებს ელის.
16 წლის თამთა ვანყელაშვილს დაბალი ჩექმები ან ჰუდი (9XL) სურს.
18 წლის ზოსიმე ბაღდასაროვს უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი, საქართველოს ისტორია, ინგლისური ლექსიკონი, წიგნები ფსიქოლოგიაზე, „კოსმოსზე“, მსოფლიო ცხოვრების ევოლუციასა და ცივილიზაციაზე სურს.