თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ღონისძიებას ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით ატარებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.