2-3 დეკემბერს სომხეთის თათულ ალთუნიანის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში საკონცერტო ტური გამართა.
2 დეკემბერს ანსამბლმა შემოქმედებითი შეხვედრა სომხეთის სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ცენტრში „ჰაიარტუნში“ გამართა, ხოლო 3 დეკემბერს თბილისში, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში.
კონცერტზე სიტყვით საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი გამოვიდა და ანსამბლს 85 წლის იუბილე მიულოცა, უწყვეტი და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.
ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.