ერევანში, მართალია დაგვიანებით, თუმცა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები მაინც შეიკრიბნენ, რათა სომხეთისთვის ერთობლივი დახმარების გაწევის საკითხი განეხილათ. შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის დეკლარაციასა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების დოკუმენტითვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
23 ნოემბერს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი გაიმართა, რომელშიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. ეს სომხეთში 44-დღიანი ომის შემდეგ ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი იყო.
ფაშინიანმა დეკლარაციას ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ პროექტები „საკმარისად სრულყოფილი არ არის და პატივისცემის მიუხედავად, დოკუმენტებზე ხელი მოსაწერად მზად არ ვარ“. უარი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის „მკაფიო პოლიტიკური შეფასების“ არ ქონითა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი აზერბაიჯანის „აგრესიით“ ახსნა.
სომხეთში მთავრობამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. სომეხი პოლიტოლოგის არმენ ვარდანიანის თქმით, სომხეთში სამიტსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას განსაკუთრებული იმედები არ მოუცია.
“ყველას კარგად ესმის, რომ ეს ორგანიზაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ არანაირ ზომებს არ მიიღებს. დიდი ხნის უმოქმედობით დამტკიცდა, რომ იგი ამორფული, მკვდრადშობილი ორგანიზაციაა, რომელიც უბრალოდ არ იმუშავებს”, – განმარტავს იგი.
სამიტის პარალელურად, დედაქალაქში სამხედრო ალიანსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიტოლოგი არმენ ვარდანიანის შეფასებით, მსგავსი პროტესტი სომხეთში ახალი ფენომენია და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და რუსეთის მიმართ უნდობლობას გამოხატავს.
„თუ რამდენიმე წლის წინ მსგავს აქციებზე მხოლოდ 20-მდე ადამიანი იკრიბებოდა, 23 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე 2 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს სომხური საზოგადოების კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი უნდობლობაზე მეტყველებს, რადგან ფრუსტრაციასა და იმედგაცრუებას განიცდიან. გარდა ამისა. ამ ორგანიზაციის ერთი ცნობილი ჟურნალისტი სომხეთიდან სიუნიქს ეწვია. მისი თქმით, სიუნიქში ქოჩარიანის მხარდამჭერთა უმრავლესობაში, რომლებიც პრორუსულები იყვნენ, მიმდინარე წლის 13-14 სექტემბრის აგრესიის შემდეგ ანტირუსული განწყობა გაჩნდა“, – აცხადებს არმენ ვარდანიანი.
მისი აზრით, სომხეთისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოსვლა არც ისე ადვილია. საკითხი არა მხოლოდ ყარაბაღის მოუგვარებელ კონფლიქტს, არამედ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება. მაგრამ ამ დამოკიდებულების შემცირებითა და ეკონომიკის დივერსიფიკაციით, დროთა განმავლობაში. სომხეთი შეძლებს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. სხვა ქვეყნებიდან სამხედრო ტექნიკის შეძენას უკვე ცდილობენ, თუმცა ეს უკრაინის ომამდე სრულიად შეუძლებელი იყო.
„რუსეთს შეუძლია სომხეთს აზერბაიჯანის დახმარებით დიდი ზიანი მიაყენოს. შესაძლოა ეს აზერბაიჯანთან ფარული შეთანხმებით მოხდეს და აზერბაიჯანმაც სომხეთზე თავდასხმები გაანახლოს. არაა გამორიცხული ეს ღარაბაღში ახალი “ფარუხ 2” ოპერაცია გამოდგეს. როგორც ვიცით, აზერბაიჯანელებმა არცახის ის რამდენიმე სოფელი დაიკავეს, რომელიც რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობაში შედიოდა. სოფელ ფარუხიდან, ხცაბერთიდან, ჰინ თახერიდან რუსი სამშვიდობოები გავიდნენ და მათი ადგილი აზერბაიჯანელებმა დაიკავეს. რეალურად, სომხეთის რუსეთზე ძალიან არის დამოკიდებული. მტერს შეუძლია რამდენიმე დღით დაკეტოს ლარსი, გამოიყენოს სხვა ზეწოლის ბერკეტები, გათიშოს გაზი და ა.შ.“, – განმარტავს პოლიტოლოგი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მნიშვნელობაზე სომეხ კოლეგას რონდელის ფონდის ქართველი პოლიტოლოგი გიორგი ბადრიძეც ეთანხმება. მას მიაჩნია, რომ სომხეთისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და სომხეთის დახმარების არარსებობა ორი წლის წინ, 44-დღიანი ომის დროს გამოაშკარავდა, წელს კი დადასტურდა.
„ორგანიზაცია არ მუშაობდა მაშინ, როცა სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე ისროდნენ. სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარება პირდაპირ სთხოვა. თუ ორგანიზაცია თავის წევრებს ასეთ სიტუაციებში არ იცავს, მაშინ მის არსებობას რა აზრი აქვს. რუსეთის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად სომხეთმა პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის ძალიან დიდი წილი დათმო. მისთვის დასავლეთის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთმა შეუშალა ამაში ხელი. სომხეთმა მას თითქმის მთელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და აქტივები გადასცა, თუმცა საჭირო ჟამს მხარდაჭერა არც რუსეთისგან და არც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასგან არ მიუღია“, – აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.
მისი აზრით, სომხეთს უპირველესად „მტერ“ მეზობლებთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირება სჭირდება.
„სანამ სომხეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებს არ მოაწესრიგებს, რუსეთს სომხეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ კოზირი ყოველთვის ექნება. სანამ შესაძლებლობა აქვს, შეუძლია სომხეთზე შური იძიოს, ღარაბახის ან სომხეთის საზღვარზე მიმდინარე კრიზისები გააღრმავოს. რუსეთი სომხეთის ნამდვილი მოკავშირე არასოდეს ყოფილა, მან ის უბრალოდ კავკასიაში თავისი გავლენისთვის გამოიყენა “, – აცხადებს გიორგი ბადრიძე.