რუსეთიდან წელს საქართველოში ათიათასობით მიგრანტის შემოსვლას ფულადი გზავნილების ბუმი მოყვა. თუკი მთელი 2021 წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში $411 მილიონი შემოვიდა, წელს ეს თანხა იანვარ-ოქტომბერში უკვე 1.4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
შედეგად, ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. გასულ წელს მისი ზომა 2.3 მილიარდი დოლარი იყო, როდესაც წელს მისი ზომა 10 თვეში უკვე 3.3 მილიარდი დოლარი იყო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში 502 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 143%-ით მეტია.
1. რუსეთის ფედერაცია – $1.43 მილიარდი;
2. იტალია – $353 მილიონი;
3. აშშ – $264 მილიონი;
4. საბერძნეთი – $185 მილიონი;
5. ისრაელი – $163 მილიონი;
6. გერმანია – $131 მილიონი;
7. ყაზახეთი – $127 მილიონი;
8. თურქეთი – $83 მილიონი;
9. ყირგიზეთი – $81 მილიონი;
10. სომხეთი – $48 მილიონი.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების საერთო მოცულობა სავარაუდოდ, 4 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ფულადი გზავნილები