ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, ყარსიდან საქართველოში რეკორდული სიგრძის მატარებელი გაუშვეს.
როგორც Report -ი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, 1 050 მეტრის სიგრძის მატარებელი სადგურიდან 3 მაისს გავიდა და მას 100 კონტეინერში და 50 ვაგონში განთავსებული 2 400 ტონის სიმძიმის ტვირთი გადააქვს.
სატვირთო მატარებელს გადააქვს ავტონაწილები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, კერამიკული ნაკეთობები და პირადი ჰიგიენის პროდუქცია თურქეთის ქალაქებიდან აზერბაიჯანში, ყახაზეთსა და თურქმენეთში.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აზიას ევროპასთან აკავშირებს. ეს ყველაზე მოკლე გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2-ჯერ ამცირებს ტვირთების ტრანსპორტირების დროს. რკინიგზა ამარტივებს კომუნიკაციას ცენტრალური აზიიდან – თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთიდან ევროპული და მსოფლიო ბაზრებისკენ.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რკინიგზის 504 კმ-იანი მონაკვეთია განთავსებული, საერთო სიგრძე შეადგენს 846 კმ-ს. საქართველოში, ამ სარკინიგზო მაგისტრალის 263 კმ გადის, თურქეთში – 79 კმ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით, პირველ ეტაპზე, 5 მლნ ტონა ტვირთის გადატანა იგეგმება. მომავლში კი ტვირთბრუნვა 17 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს. .
წყარო: bizzone.info