8 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე სოფლის საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო საშუალებები განიხილეს.
საკრებულოს ბიუროს სხდომას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არა მოვსისიანი, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი ესწრებოდა.
სხდომის გახსნისას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის თქმით, საკრებულოს კომისია 15 დღის წინ მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის საბავშვო ბაღს ეწვია, რათა პრობლემების შესახებ გაეგო.
შეხვედრაზე სოფელ კარწახში საბავშვო ბაღისთვის შეშის უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს.
ანაიდა ასატურიანის განმარტებით, სოფელ კარწახში შეშის საკითხი მოაგვარეს: მას შემდეგ, რაც სოფელ ჩუნჩხაში გათბობის სისტემა ელექტრო გახდა, მათი შეშა კარწახის საბავშვო ბაღში გადაიტანეს.
„შეშა ცოტა გვიან შევუკვეთეთ, რადგან სხვა საბავშვო ბაღებს ჯერ კიდევ ჰქონდათ მარაგი. იგი მხოლოდ კარწახს არ აქვს, მაგრამ შეშა უკვე იგზავნება და ერთ კვირაში ველოდებით “, – განაცხადა ანაიდა ასატურიანმა.
ნაირი ირიციანმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების გამართული მუშაობა უმეტესად მენეჯერთა პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ისინი უნდა იყვნენ ინიციატორები, აქტიურები, დროულად გადაწყვიტონ საორგანიზაციო საკითხები და მიიღონ განათლენული გადაწყვეტილებები.
ფაქტია, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების რაოდენობა შემცირდა, რაც მენეჯერებმა უნდა გამოასწორონ. ზოგიერთ ბაღის ორ-სამ ჯგუფში სულ 6-9 ბავშვია.
ნაირი ირიციანის თქმით, სოფლის საბავშვო ბაღებში ძიძები და მასწავლებლები საკმარისად კარგად არ მუშაობენ.
„ძიძები, აღმზრდელები დასწრებას რომ აკონტროლებდნენ, ამიტომ გაფრთხილდნენ, რადგან თუ სწორად არ იმუშავებენ, ხელფასი შემცირდება. მუშოაბის პროცესი არ აინტერესებთ – მოდიან, ყავას სვამენ და ხელფასის გაზრდას ელოდებიან. ჩვენც უნდა დავაინტერესოთ რაიმეთი“, – განმარტა ნაირი ირიციანმა.
ანაიდა ასატურიანმა აღნიშნა, რომ სოფლის საბავშვო ბაღებიდან მხოლოდ სულდაში გაიზარდა ბავშვების რაოდენობა.
საბავშვო ბაღების ახალი სათამაშოებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრეს, რადგან მათი საჭიროება თითქმის ყველა საბავშვო ბაღში დადგა. ანაიდა ასატურიანის თქმით, სათამაშოებს ყოველწლიურად ყიდულობენ და საბავშვო ბაღებს ურიგებენ. მისი აზრით სომხური საბავშვო წიგნებიც უნდა შეიძინონ.
სოფელ სულდას, ჩუნჩხას, ხანდოს, კოთელიას, კარტიკამში საბავშვო ბაღებში კომისიამ გათბობისა და უსაფრთხოების ტექნიკის პრობლემები გამოავლინა.
სოფელ სულდას, დილისკის, კოთელიის, აზავრეთის, კოჩიოს, ბარალეთის, კულიკამის საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემები წამოიჭრა.
სოფელ სულდაში საბავშვო ბაღი შემაღლებულ ადგილასაა და ზამთარში მიმოსვლა ძნელდება. გარდა ამისა, ბაღს წყლის პრობლემაც აქვს, რომელიც მშობლებს თავად მიაქვთ.
სოფელ აზავრეთში შენობის მთელ სიგრძეზე სახურავის შეკეთებაა აუცილებელი, რათა ზამთარში ბავშვები თოვლსა და ყინულში არ ისხდნენ. სველი წერტილების დამატებაც სჭირდებათ.
სოფელ ვაჩიანში, დილისკაში, ხანდოში, აზავრეთში ავეჯი, ძირითადად კარადები ესაჭიროებათ.
ასოციაციაში არ ჰყვათ მეთოდისტი, სოფელ კოთელიას საბავშვო ბაღში კი სამეურნეო განყოფილების გამგე. ვიზიტისას გაირკვა, რომ სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღში მუსიკალური ხელმძღვანელი სჭირდებათ. ანაიდა ასათურიანმა ამ თემაზე განაცხადა, რომ სოფელ ვაჩიანში “პედაგოგი მხოლოდ ფორმალურად ჰყავთ”.
სოფელ კოჩიონის პატარა სამზარეულოს კედლები ნესტიანია. იგივე მდგომარეობაა სოფელ ბარალეთის საბავშვო ბაღშიც.
სოფელ ხულგუმოში გათბობა არ მუშაობს და არც ცხელი წყალი აქვთ. წყალმომარაგების პრობლემა აქ კვლავ გადაუჭრელია.
თუმცა კვებასთან დაკავშირებით პრეტენზია არცერთ საბავშვო ბაღს არ გამოუთქვამს.
ნაირი ირიციანის თქმით, საბავშვო ბაღებმა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის არსებობისა და ამ სამსახურის მათთან მუშაობის ვანდებულების შესახებ არ იცოდნენ.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ყოველ კვირას ან ყოველ 10 დღეში ახორციელებენ, ამიტომ დეტალურად შეუძლია ბაღებში დაფიქსირებული დარღვევები წარადგინოს.
„სტელმაშოვი საკუთარი საქმეზე იქნება პასუხისგებელი. ქალბატონ ასათურიანსა და სხვებს კი გარკვეული დარღვევების გამო დაეკისრათ პასუხისმგებლობა. ყოველთვის მოულოდნელად შევდივართ საბავშვო ბაღებში. ყველა მენეჯერს ცალ-ცალკე შევხვდით და ზოგიერთმა, მათ შორის, სოფელ კარტიკამის, აზავრეთის, კოთელიას, კარწახის მენეჯერებმა შენიშვნები მიიღეს. მერიასთან არსებული აუდიტის სამსახური და მერის მოადგილე ყოველდღიურად საბავშვო ბაღებისა და ასოციაციის მენიუებს ერთმანეთს ადარებენ“, – განმარტა მელქონ მაკარიანმა.
განიხილეს ბავშვების ერთი სოფლიდან მეორე საბავშვო ბაღში ან ახალქალაქში გადაყვანის დაფინანსების საკითხიც. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტი ბავშვების ტრანსპორტირებაზე დაახლოებით 220 ათას ლარს ხარჯავს. მერის მელქონ მაკარიანის თქმით, 2024 წლიდან ისინი ბავშვების ტრანსპორტირების დაფინანსებას შეწყვეტენ და ეს საკითხი მშობლებმა თავად უნდა მოაგვარონ.
„2023 წლამდე დავაფინანსებთ და შემდეგ შევჩერდებით, რადგან საქართველოში ასე არსად არ ხდება. ამ საკითხს მშობლები თავად. 200-300 ათას ლარად საბავშვო ბაღებს ავაშენებთ, რაც სამუშაო ადგილებს გაზრდის“, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზეც ისაუბრეს.