30 ოქტომბერს, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, თბილისის წმ. სურბ გევორგის ტაძარში მოსახსენიებელი მსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც ყოფილი მონასტრის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სიწმინდეები ხოჯივანქის პანთეონში გადაასვენეს. ხელახალი დაკრძალვის ცერემონიას სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი, სომეხი სტუდენტები, ახალგაზრდები და სხვები ესწრებოდნენ.

verataxumm

despan

verataxum 3

რამდენიმე დღის წინ თბილისში, სურბ ვანქის ყოფილ ეკლესიასთან და ამჟამინდელ 104-ე სომხურ სკოლასთან სომხური წარწერებით მარმარილოს საფლავის ქვები აღმოაჩინეს. ტერიტორიაზე მაშინვე დაიწყეს გათხრები. 23 ოქტომბერს კი ტერ-ჰოვანეს პოღოსიანისა და მისი მეუღლის საფლავები აღმოაჩინეს, რომლებიც გადაასვენეს.

verataxum 4

verataxum

erataxum 4

საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა Jnews-თან საუბრისას განაცხადა, რომ ტერ-ჰოვანეს პოღოსიანისა და მისი მეუღლის, ასევე გასულ თვეში გათხრებისას აღმოჩენილი 15 უცნობი პირის ნეშტი უკვე გადაასვენეს: “როგორც ეპარქიის წინამძღვარმა აღნიშნა, დღევანდელი გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ადამიანების ძვლებმა ხოჯივანქის პანთეონში იპოვეს სიმშვიდე, ხოლო რაც 30-იან წლებში მოხდა ყველასთვის მტკივნეულია – დაანგრიეს ეკლესიები, ბილწავდნენ საფლავებს. ჩვენ კი მოვალეობა შევასრულეთ და წინაპრების ნეშტი პატივით დავკრძალეთ“.

დასასრულს, ლევონ ჩიდილიანმა იმედი გამოთქვა, რომ არც ერთ ერს ასეთი მწარე ბედი არ ერგება. ყოველდღე ახალ რელიქვიებს პოულობენ და ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განკარგულებით, გათხრები იმ ადგილებში გაგრძელდება, სადაც შენობები არ არის.