მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 247 ათასს აჭარბებს. გამოჯანმრთელებულია 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირებულების, ასევე გამოჯანმრთელებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთი მილიონ 157 ათასი შემთხვევა. მსხვერპლთა რაოდენობა 67 ათასს აჭარბებს.