დავით ისპირიანი ერევნიდანაა. 25 წლისამ მონაწილება მიიღო აპრილის 4-დღიან და 44-დღიან ომებში, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებისას, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, პოზიციებს იკავებდა.
დავითის სამხედრო ისტორია 2015 წლიდან იწყება, როდესაც ჯარში გაიწვიეს.
დავითს მხოლოდ რამდენიმე თვე ემსახურა, როდესაც 2016 წლის აპრილის ოთხდღიანი ომი დაიწყო. „ეღნიკნერის“ სამხედრო ნაწილში „მთები სუსტებს არ იღებენ“ ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა.
დავითი იხსენებს: “პოზიციებიდან მაშინ დავბრუნდით, როცა მტერმა სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო სროლები დაიწყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ და პოზიციები დავიკავეთ. 4 დღის შემდეგ ზავი დაიდო, მაგრამ 2 თვე პოზიციებზე მაინც დავრჩით”.
2020 წლის 27 სექტემბერს ომის ამბავი რომ გაიგო, დავითი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, ადამში (აკნა) იბრძოდა და მზვერავი იყო.
მისთვის რთულია ომზე საუბარი
“სისასტიკე იყო, ღრუბლების ნაცვლად ცაზე უპილოტო მფრინავებს ვხედავდით. მტრის თვითმფრინავი ჩამოვაგდე, თუმცა ჩვენს პოზიციაზე დაეცა. გამიმართლა, თვითმფრინავი რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა და გაქცევა შევძელით.”
9 ნოემბერს ხელმოწერილ დოკუმენტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ 9 ნოემბერი საბედისწერო გამოდგა, თუმცა სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ.
44-დღიანი ომის შემდეგ დავითმა სამხედრო სამსახური ლაჩინის (ბერძორი) თავდაცვით რაზმში განაგრძო. მაგრამ ომმა მისი ჯანმრთელობა შეარყია. ფეხები დაიზიანა, ექიმებმა ვენური თრომბოზი დაუდგინეს. დავითმა ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მძიმე სოციალური პირობების გამო სარეაბილიტაციო კურსი არ დაასრულა და კურიერად დაიწყო მუშაობა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა. სამსახურში დავითი ავარიაში მოყვა და ფეხები კიდევ უფრო დაიზიანა, არც ამჯერად დაასრულა მკურნალობა, მედიკამენტები და მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
უკვე 2022 წლის 15 სექტემბერს, დავითი კვლავ ავიდა პოზიციებზე, მეომარი ბიჭების გვერდით იდგა. როცა მეგობრები ეკითხებიან საზღვარზე როგორი მდგომარეობაა, ის ყოველთვის პასუხობს: ცა ლურჯია, მზე კაშკაშა.
თანამებრძოლებთან ერთად მხოლოდ ერთი კვირა დარჩა და 22 სექტემბერს ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა პოზიციები დაეტოვებინა.
დავითმა სრულფასოვანი მკურნალობა არ ჩაიტარა და კვლავ მუშაობას შეუდგა; ღამის ცვლაში კურიერად მუშაობს, ტვირთი კი უარყოფითად მოქმედებს მის ფეხებზე. იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ძლივს გააქვს თავს.
მზვერავი დავითის მამაც იბრძოდა და ღარაბაღის პირველ ომში მონაწილეობდა. მამა ომის დროს შეძენილი დაავადებებით გარდაიცვალა.
ჩვენი გმირი არ არის დაქორწინებული, რადგან გადაწყვიტა ოჯახი მაშინ შექმნას, როცა ნორმალური სამსახური ექნებოდა და ფინანსულად მის უზრუნველყოფას შეძლებს.
გრიშა მკრტჩიანი