რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, ქვეყანაში რეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობა 124 054-მდე გაიზარდა. ამ მონაცემით, რუსეთმა გლობალურ რეიტინგში, თურქეთს გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე 53 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 222 შეადგინა.
ოფიციალური მონაცემებით, დღეის მდგომარეობით რუსეთში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 013 პაციენტი, ხოლო დაავადების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 107 819-ს შეადგენს.