ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციასთან არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტში ბენეფიციარების ფინანსური დახმარების გაწევის კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა ახალქალაქის მოსახლეობას სოციალური დახმარებისთვის 1 მილიონ 400 ლარი გამოუყო.
ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტში ცვლილებები შემდეგ პუნქტებში გატარდა:
1. მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ სოციალური ქულები, შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ მერიას, იმ შემთხვევეაში თუ ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები 800 ლარს აღემატება.
თუ ბენეფიციარის ხარჯები 800-დან 1000 ლარამდეა, მუნიციპალიტეტი ხარჯების 30%-ს იხდის.
თუკი დახარჯულია 1000 ლარზე მეტი ანაზღაურდება 30%, თუ ხარჯი აღემატება 10000 ლარს, ანაზღაურდება მაქსიმუმ 2000 ლარი.
2. შშმ ბავშვებისთვის გადახდილი თანხა, რომელიც 1500 ლარია, ორ ნაწილად გაიყო, მკურნალობისთვის 1000 ლარი, თერაპიისთვის 500 ლარი.
3. გაუქმდა პოლიტ რეპრესირებულ მუნიციპალიტეტების დახმარება, რომლებსაც ერთდროულად 100 ლარს უხდიდნენ, ასევე შეუწყდათ დახმარება
ვეტერანებს, რადგან ახალქალაქის ყველა ვეტერანი დაიღუპა.
4. ცვლილებები შევიდა სწავლის საფასურის კატეგორიებში, გადასახადის 50% ერიცხებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უნივერსიტეტში ან კოლეჯში.
მრავალშვილიან, დაუცველ ოჯახებს, თუ ოჯახში 3 ან მეტი სტუდენტია, მარტოხელა დედებს, სტუდენტებს და ობლებს დახმარების მიღება შეუძლიათ.
ვის და რა სახის სოციალური დახმარების მიღება შეუძლია ახალქალაქში