ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები 20%-ით დასრულებულია. სხვა შემთხვევაში, სხვადასხვა სოფელში დასრულებული სამუშაოს პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია, 5%-დან 70%-მდე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზოგან უკვე დასრულებულია „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა, ზოგიერთი სოფელი დასკვნით ეტაპზეა, ნაწილი კი მშენებლებთან ხელშეკრულებას აფორმებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 43 ხელშეკრულება გაფორმდა, აქედან 14 უკვე დასრულებულია. ძირითადად სამუშაოები სოფელ აზავრეთში, ბურნაშეთში, თირკნაში, კარტიკამში, თახჩაში, მოდეგამში, არაგვაში, კოთელიაში, ფილიპოვკაში, სირკქაში, კოჩიოში, პტენაში, ხავეთში მიმდინარეობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის არა მოვსისიანის თქმით, დანარჩენ 50 სოფელში სამუშაოები სხვადასხვა დონეზეა.
“7 სოფლისთვის სამუშაოების ტენდერი ისევ მესამედ გამოცხადდა, დოკუმენტაცია მზადდება. მუშაობისას სხვა პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ პრობლემები მოგვიანებით ვლინდება, იმის გამო, რომ მონაწილეები სრულად არ იყვნენ”, – განმარტავს არა მოვსისიანი.
არა მოვსესიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილმა კომისიამ საბოლოოდ 8 სოფლის სამუშაო მიიღო, დარჩენილ 6 სოფელში სამუშაოები დასრულებულია, თუმცა კომისია ჯერ კიდევ აფასებს შედეგებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუშაობის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერია, არა მოვსესიანი დარწმუნებულია, რომ სამუშაოები ამ დროისთვის დასრულდება.
„სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში სამუშაოებს შეხვედრისას თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევს. მუშაობის დაწყებამდე მათ უფლება აქვთ შეცვალონ არჩევანი. თუმცა, არის მთელი რიგი პროცესები, რომლებიც არ არის დაშვებული ამ პროგრამის ფარგლებში. მაგალითად, გაზიფიცირება, მშენებლობა, კლუბების, სარიტუალო სახლების რემონტი და სხვა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა შეიძლება მოხმარდეს შემდეგ სამუშაოებს: სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყალკანალების რეაბილიტაცია, ნაპირების, გზების გამაგრება, ხიდების და საძირკვლის რეაბილიტაცია, ხიდის მოაჯირების რემონტი, სკოლების გარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებების ინვენტარიზაცია, გარე განათება, ამბულატორიები, სპორტული ინვენტარი და სტადიონი, პარკი, ტუალეტი, წისქვილებისა და მინი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია.
ყველაზე დაბალბიუჯეტური პროექტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 10 000 ლარს შეადგენს, ყველაზე მაღალი კი 20 000 ლარს. მოსახლეობის მიხედვით სოფლები იღებენ 12 000 ან 16 000 ლარს. თითოეულმა სოფელმა წელს იგივე თანხა მიიღო, რაც გასულ წელს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს წელს 922 000 ლარი აქვს გამოყოფილი.