უკვე რამდენიმე დღეა საგნის გამოცდის და მასწავლებლების აპელაციის შედეგები ქვეყნდება. მასწავლებლები შედეგებით უკმაყოფილონი არიან. მასწავლებელთა ყურადღება საგამოცდო სომხურ ტესტებში თარგმანში აშკარა შეცდომებმა მიიპყრო, რის გამოც, დროის უმეტესი ნაწილს შეკითხვის არასწორად ნათარგმნი  ნაწილის გაგებას უნდებოდნენ.

Jnews-მა შემოსული საჩივრებიდან გამომდინარე გადახედა მასწავლებლის საგნის საგამოცდო ტესტებს ქიმიაში, შედეგად გაირკვა, რომ ტესტებში თარგმანის აშკარა შეცდომებია, რაც სრულიად ცვლის შეკითხვის შინაარსს.

კითხვის ქართულ ვარიანტში საჭიროა სურათზე ამონიუმის ნიტრიტის მასური წილის პოვნა, სომხურ ვერსიაში წერია ამონიუმის ნიტრატი, სწორ პასუხად კი მითითებულია ამონიუმის ნიტრიტის მე-4 მასური წილი.

„ყველაზე მეტ დროს ვხარჯავდი იმაზე, რომ გამეგო, თუ რაში მდგომარეობდა შეკითხვა.  თარგმანი ძალიან ცუდია, გაუგებარი და გაუნათლებელი სომხური ენით არის დაწერილი“, – ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელსაც პირადად შეექმნა ეს პრობლემა.

დასმულ ტოპოგრაფიულ კითხვებშიც არის აშკარა შეცდომები.

მასწავლებლებმა განაცხადეს, რომ ამ და მსგავსი ტიპის შეცდომებმა განაპირობა, რომ დროში ვერ ჩაეტივნენ და ვერ აიღეს გამსვლელი ქულები, ისინი ითხოვენ ტესტების გადახედვას და წელსვე, საგნის გამოცდის ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობას.

იგეგმება თუ არა წელს მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდის ჩატარება, Jnews-ს Naec.ge-დან პასუხი ჯერ არ მიუღია.