გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის მმართველი მონარქი ჩარლზი გახდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტახტზე ასვლის შემდეგ, ჩარლზს ექნება უფლება, თავად აირჩიოს ნებისმიერი სახელი, რომელსაც მეფობისას ატარებს.

ჩარლზი ამჟამად 73 წლისაა. მას უკვე ჰქონდა გადაბარებული დედოფლის მოვალეობების ნაწილი, რადგან ელისაბედ მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგიერთ საჯარო ღონისძიებაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდა.

დედოფალი ელისაბედი 96 წლის ასაკში გუშინ, შოტლანდიაში გარდაიცვალა.