დღეს, 30 აგვისტოს, დილით, 6:00 საათზე უცნობმა პირმა თავისუფლების ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ახალქალაქის ფილიალის შენობაში შესვლა სცადა. ამ პირის ვინაობა პოლიციამ დაადგინა, გამოძიება “ქურდობის მცდელობის” ფაქტზე გრძელდება.
შემთხვევის დეტალები არ ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ასევე, შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ქურდობა სცადა თიბისი ბანკის ახალქალაქის ფილიალში. ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ.
დილით თავისუფლების ქუჩის მონაკვეთი თიბისი ბანკის ახალქალაქის ფილიალის მიმდებარედ ახალქალაქის სამმართველოს პოლიციამ შემოზღუდა. ქურდობის მცდელობის საქმე გახსნილია.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ჩადენილი ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.
ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩა შემოღობილია