ახალქალაქის მერიამ Isuzu-ს მარკის სამი ყვითელი ავტობუსი ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში მიიღო. ისინი ქალაქს დედაქალაქ თბილისის მერიამ გადასცა. თავდაპირველად გადაწყდა, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ ავტობუსებმა, მაგრამ ისინი ჯერ არ არის ამოქმედებული და ახალ ტერიტორიაზე დგანან სერვის ცენტრისთვის გასარემონტებლად.

როგორც ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი ამბობს, ჯერ უცნობია, რა სამუშაოები გაკეთდება ავტობუსების ასამუშავებლად.

„დღემდე ამ სამ ავტობუსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ გვაქვს, ყველა ცუდ მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ ავტობუსებმა გამართულად იმუშაონ, დიდი თანხაა საჭირო, რადგან ამ მანქანებმა ჯერ ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიარონ. ჯერ პრობლემები უნდა მოაგვარო და მერე იფიქრო, რა პრინციპით იმუშაონ“, – ამბობს მერი.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია სამივეს გაარემონტებენ თუ გაყიდიან და ერთ ახალს იყიდიან.

ყოფილმა მერმა იურიკ უნანიანმა თქვა, რომ ერთი ავტობუსის მარშრუტი უკვე განსაზღვრულია, ყოფილი სამხედრო ქალაქიდან ხოსპიომდე, ხოლო დანარჩენი ორის უცნობია. ავტობუსები იმ მიმართულებით უნდა მოძრაობდნენ, სადაც მგზავრების ნაკლებობა არ იქნება.

თუმცა, როგორც ჩანს, ავტობუსები დარჩებიან იქ, სადაც არიან, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ასევე წაიკითხეთ:

ახალქალაქის მერიამ სამი ყვითელი “Isuzu”-ის ავტობუსი მიიღო

ყვითელი ავტობუსები ექსპლუატაციაში ჯერ არ შევა