2022 წლის 6 თვეში უცხოური საბანკო ბარათებით საქართველოში 1,713 მლრდ ლარი დახარჯეს – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. ეს კი თითქმის 2,5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის 6 თვეში უცხოური ბანკების ბარათებით ქვეყანაში სულ 734,2 მლნ ლარი დაიხარჯა.
ამასთან, 2022 წლის ივნისში საქართველოში არსებულ ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში უცხოური ბარათებით 2 129 344 ოპერაცია განხორციელდა, რაც დღეში საშუალოდ, 71 გადახდას, თანხობრივად კი დაახლოებით, 9,7 მლნ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ივნისში, როგორც სხვა თვეებში, უცხოური ბარათებით ყველაზე მეტი თანხა პოსტ-ტერმინალების გამოყენებით დახარჯეს, სულ 163,676 მლნ ლარი, ბანკომატებიდან კი 127,535 მლნ ლარი გაანაღდეს.