4-დან 12 მაისამდე საქართველოში დასვენების დღეები გამოცხადდა, მაგრამ არასამუშაო დღეები არ ავალდებულებს არასახელმწიფო დაწესებულებებს, რომ არ იმუშაონ.

შაბათ-კვირის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებში გაუგებრობა გამოიწვია, ხალხი ვერ გაერკვა, ამ დღეებში მუშაობენ, თუ არა.

ამასთან დაკავშირებით JNEWS-ი შეეცადა სამთავრობო ცხელი ხაზის საშუალებით გაერკვია, მოქმედებს თუ არა არასამუშაო დღეები არასამთავრობო დაწესებულებებზეც.

JNEWS-ს შემდგი რამ უპასუხეს:

”ვინაიდან სტომატოლოგიური კლინიკები, სილამაზის სალონები და სხვა მსგავსი დაწესებულებები კერძო სექტორის საკუთრებაა, რა თქმა უნდა, ასეთ ცენტრებსაც საშუალება ეძლევათ დისტანციურ მუშაობას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, მაგრამ არასამუშაო დღეები მათ არ ეხებათ. მათ შეუძლიათ დანიშნონ სამუშაო გრაფიკი თავიანთ თანამშრომლებისთვის. თუ ისინი იმუშავებენ, არანაირი შეზღუდვა და ჯარიმა არ იქნება”, – განმარტეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერ კერძო სექტორში მოქმედ დაწესებულებას შეუძლია ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა, მაგალითად, ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები, მაღაზიები და ა.შ.

მათი საქმიანობა არ დაჯარიმდება.