აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოში არსებულ ვითარებას განცხადებით ეხმაურება. „მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ჯიმ რიში, სენატორი ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი ოკონლი, სადაც ხელისუფლებას გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში, მისი ლიდერის, ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ჰელსინკის კომისია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში“, – ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.