2022-2023 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) უკვე დამტკიცდა და დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტებია:
ისტორია;
ქართული ფილოლოგია;
ინგლისური ფილოლოგია;
დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ეკონომიკა;
ინფორმაციული ტექნოლოგიები;
აგრონომია;
ეკოლოგია;
საჯარო მმართველობა;
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
ჯერ ცნობილი არ არის რომელ მათგანზე რამდენი ადგილია გამოყოფილი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებაც გამოქვეყნდება.
რაც შეეხება პროგრამული დაფინანსების მიღებას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 659,250.00 ლარია გათვალისწინებული.
ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი სხვა უნივერსიტეტების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: