ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლის მოწინავე მოსწავლეებმა, ასევე პირველკლასელებმა საჩუქრად კომპიუტერები მიიღეს.
რაც შეეხება ბეჯითი მოსწავლეების რაოდენობას, რომლებმაც მიიღეს კომპიუტერი, როგორც JNEWS-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში 2019-2020 წლებში კომპიუტერები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში 32 წარჩინებულმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში 45-მა მოსწავლემ მიიღო.
2021-2022 სასწავლო წლის მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება, ამიტომ წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებმაც კომპიუტერი მიიღეს, ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, Jnews-ის გამოთვლებით ახალქალაქის სკოლებს შორის კომპიუტერი 56-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში დამრგვალების გარეშე 10 ქულის მქონე მოსწავლეები კომპიუტერს მიიღებენ. პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ცოდნის გაუმჯობესება კომპიუტერული პროგრამების შესწავლაში.
რაც შეეხება პირველ კლასელებს, 2019-2020 სასწავლო წელს კომპიუტერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 679-მა მოსწავლემ მიიღო, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში 311-მა მოსწავლემ.
2021-2022 სასწავლო წელს კომპიუტერები ახალქალაქის რაიონის 636 და ნინოწმინდის რაიონის სკოლების 723 მოსწავლეს გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მაშინ მხოლოდ, რამდენიმე სკოლამ მიიღო ნოუთბუქი. 2011 წლიდან კი ყველა პირველკლასელს მერხზე ნოუთბუქები დახვდა.
ნოუთბუქებში ჩატვირთულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა: ქართული და უცხო ენები, მათემატიკა და ლოგიკა, სასკოლო და კლასგარეშე დამხმარე საშუალებები, საგანმანათლებლო თამაშები.