აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
საქართველოს ეწვია ასევე სომხეთის დელეგაცია, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.