ოპოზიციონერ დეპუტებსა და უმრავლესობის წევრებს შორის პარლამენტში დაპირისპირება იყო. სხდომათა დარბაზს მიღმა რამდენჯერმე მოხდა ინციდენტი.
მათ შორის, დეპუტატებს შორის დაპირისპირება დაიწყო იმ დროს, როცა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიფინგს მართავდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძესთან მივიდა და უთხრა, რომ „რუს ჯაშუშებს იცავს“.
ამის შემდეგ რამდენიმე დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ცდილობდნენ ვითარების განმუხტვას.
ამ დროისთვის პარლამენტში სიმშვიდეა. სხდომათა დარბაზში „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანს უსმენენ. მოსმენას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ოპოზიცია.